ჰოფენჰაიმთან ნაჩვენები კარგი თამაშისა და გაკეთებული საგოლე გადაცემის შემდეგ ვენსან კომპანი კარლ ლენარტის შესახებ საუბრობს:
"ლენი? ის წნეხს და ზეწოლას საერთოდ არ გრძნობს. მას ვეტყოდი, რომ მხოლოდ თავისი ხარისხის გამოვლენა სჭირდება ასეთ მომენტებში და მეტი არაფერი. ამ შემთხვევაში პასი კეინს გაუკეთა და მანაც გაიტანა. ეს მშვენიერი ეპიზოდი იყო", - თქვა კომპანიმ.
17 წლის კარლ ლენარტი პირველად მოხვდა ბაიერნის სასტარტოში ბუნდესლიგაში და დებიუტი ახალგაზრდა შემტევმა საგოლე მოქმედებით აღნიშნა.
ლენარტი ამბობდა, რომ კომპანისგან სათამაშო დროის მიღება სურდა, გაცემული ნდობა კი კარლისგან ჯერჯერობით მართლდება კიდეც.