"მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა ვიყიდოთ" - რას წერენ ბაიერნის ფანები ნიკოლას ჯექსონზე

"მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა ვიყიდოთ" - რას წერენ ბაიერნის ფანები ნიკოლას ჯექსონზე

ფაბრიციო რომანო წერს, რომ ნიკოლას ჯექსონს ჩელსიში დაბრუნება აღარ სურს და მოხარული იქნება თუ ბაიერნი მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის.

ამ მომენტისთვის ჯექსონის ფასად 65 მილიონი ევრო სახელდება, რაც ბაიერნის ფანების უმეტესობას გადაჭარბებულ ფასად მიაჩნიათ. მიუხედავად ამისა, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ დასახელებული ღირებულების სანახევრო ფასად ჯექსონის დამატება ცუდი გადაწყვეტილება არ იქნებოდა:

"მომწონს მისი მენტალიტეტი, რომ ბოლომდე ბაიერნში უნდა თამაში, თუმცა ამ ფასად ძალიან ძვირია და სხვა გამოსავალია მოსაძებნი"

"65 მილიონი არავითარ შემთხვევაში, თუმცა თუ ფასი განახევრდება, მაშინ მის დამატებაში პრობლემას ვერ ვხედავ"

"არ მგონია აზრი შემიცვალოს და 65 მილიონის მასში გადახდას დავთანხმდე, მაგრამ შემცირებული ფასით განხილვად ნამდვილად ღირს"

"ყოველთვის დასაფასებელია, როცა ფეხბურთელს ასე სურს შენს კლუბში თამაში, მისი გამოსყიდვა კი მაქსიმუმ 40 მილიონის ფარგლებში იქნება სწორი", - წერენ ბავარიელები.


21-09-2025, 23:42
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2