ჰარი კეინის ტოტენჰემში დაბრუნებაზე საუბარი მედიაში აქტიურად გრძელდება. ამჯერად ამაზე კომენტარი თვით ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ფრანკმა გააკეთა:
"მსოფლიოში ბევრი მწვრთნელია, რომელიც კეინს ისურვებდა და მეც ერთ-ერთი ასეთი გახლავართ. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, არ ვფიქრობ, რომ ის დაბრუნდება. ის ახლა ბაიერნშია და მაღალ დონეზე ასპარეზობს, თუმცა, თუ დაბრუნებას გადაწყვეტს, ჩვენ აქ ძალიან გულთბილად დავხვდებით", - თქვა ფრანკმა.
ცნობისთვის, გუშინ Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰარი კეინს 2026 წელს ბაიერნიდან წასვლა საკუთარი სურვილის შესაბამისად შეეძლება, რამაც ამ თემაზე საუბარი კიდევ უფრო გაახშირა.