ბოლო დღეებში დაიოტ უპამეკანოს ბაიერნიდან წასვლის შესახებ ძალიან ბევრი იწერება, ფეხბურთელს სახელფასო მოთხოვნებს არ უკმაყოფილებენ, რის გამოც ფრანგ მცველს ცალი თვალი უკვე წასვლისკენ აქვს მიმართული.
თავის მხრივ, უკვე სახელდება რამდენიმე კანდიდატი, რომლებსაც სამომავლოდ უპამეკანოს ბაიერნში შეცვლა შეეძლებათ, ესენია: უილიამ სალიბა, მარკ გეჰი და იბრაჰიმა კონატე.
პირველი და ბოლო, ორივე მადრიდის რეალის სამიზნეა, თუმცა, მეორე მხრივ, უპამეკანოსაც რეალს უკავშირებენ, ამიტომ ბაიერნის მცველის მადრიდში წასვლა დანარჩენ კანდიდატებს ავტომატურად გაათავისუფლებს.
რაც შეეხება მარკ გეჰის, მისი ტრანსფერი ლივერპულში თითქმის განაღდებული იყო და ყველაფერი ბოლო წამს ჩაიშალა. ამდენად, ის კვლავ ლივერპულის ნომერ პირველი სამიზნე იქნება, თუმცა ეს ყველაფერი კონატეს მომავალზე გავლენას ნაკლებად იქონიებს.
ამ მომენტში ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ კონატეა, რომელიც ლივერპულში სწორედ გეჰიმ უნდა ჩაანაცვლოს, უპამეკანოს ყველაზე მეტად კი მადრიდის რეალში ელიან.