როგორც გახსოვთ, ზაფხულში ბაიერნის ერთ-ერთი ვარიანტი გასაძლიერებლად რაჰიმ სტერლინგის იჯარით დამატება იყო, თუმცა ინგლისელმა ფეხბურთელმა ბაიერნს უარი უთხრა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიც მოხარული იყო ყოფილი თანაგუნდელის დამატების მცდელობით, სტერლინგმა ინგლისის დატოვება და გერმანიაში გადასვლა იუარა.
ირკვევა, რომ სტერლინგისთვის პრობლემა ოჯახის დიდი ხნით დატოვება იყო, კონკრეტულად ბაიერნის საწინააღმდეგო კი ფეხბურთელს არაფერი არ ჰქონია.
სტერლინგი ახლა ჩელსის საკუთრებაა, მაგრამ არ თამაშობს. სავარაუდოდ, ფეხბურთელი ზამთარში გაიყიდება და თამაშს ახალი წლიდან გააგრძელებს.