კიმ მინ-ჯეს დაზიანების გამო, ვენსან კომპანიმ პირველ გუნდში სავარჯიშოდ ბაიერნის ახალგაზრდული ფრთის წევრს, ფილიპ პავიჩს უხმო.
პავიჩი მხოლოდ 15 წლისაა, პოზიციით კი ცენტრალური მცველი გახლავთ. ის ახლა ბაიერნის 17-წლამდე გუნდში თამაშობს, გერმანიის 16-წლამდე ნაკრებში კი საერთოდაც კაპიტანია.
როგორც წერენ, კომპანი პავიჩისთვის შანსის მიცემას აპირებს და ფეხბურთელი პირველ გუნდთან ერთად სწორედ ამიტომ ვარჯიშობს.