ჰარი კეინმა ბუნდესლიგის მე-5 ტურში საიუბილეო ნიშნულს მიაღწია. ბაიერნის ცხრიანმა ვერდერს ორი გოლი გაუტანა, რის ხარჯზეც ინგლისელმა რეკორდმაისტერის რიგებში უკვე 100 გატანილი ბურთი მოაგროვა!
აღსანიშნავია, რომ 100 გოლის გასატანად აქამდე რონალდუსა და ჰოლანდს 105 მატჩის ჩატარება დასჭირდათ, ერთს რეალში, მეორეს კი სიტიში, კეინმა კი ამის გაკეთება ბაიერნში 104 შეხვედრაში შეძლო და რეკორდი გააუმჯობესა.
32 წლის ცენტრფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 15 გოლი გაიტანა და ასეთი შედეგი ევროპის ტოპ 5 ლიგაში საერთოდ არავის არ აქვს!
ალბათ, გასაკვირი სულაც არ იქნება თუ გეტყვით, რომ ასეთი თამაშის ფონზე ხელოვნური ინტელექტი კეინისგან მიმდინარე სეზონის ბოლოს მინიმუმ 50 გოლს ელის, რასაც, სავარაუდოდ თან რამდენიმე ტიტულიც უნდა დაერთოს.