მას შემდეგ, რაც ჰარი კეინმა ბაიერნის რიგებში მე-100 გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი მაღალი დონის პერფორმანსი აჩვენა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ინგლისელის ლევანოვსკისთან შედარება მანუელ ნოიერს სთხოვა.
აი, რა უპასუხა ბაიერნის მეკარემ:
"მათი შედარება? ყველამ იცის თუ რამდენად კარგი იყო ლევი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ჰარიც ასეთივე კარგია. რასაც კეინი ჩვენთვის აკეთებს, ეს განსაკუთრებულია. მისი რეკორდი უნიკალურია", - თქვა ნოიერმა.
დიპლომატიის უმაღლესი დონე, არა? ჰო, ნოიერმა ორიდან ერთი არ აარჩია, თუმცა ის კი მართლაც ფაქტია, რომ კეინი თავისი თამაშით ლევანდოვსკის ბაიერნულ გავლენას ნამდვილად უახლოვდება.