სეზონის დასაწყისში იწერებოდა, რომ ბაიერნი ამ შემადგენლობით შორს ვერ წავიდოდა და კლუბს დამატებით კიდევ რამდენიმე ტრანსფერი დასჭირდებოდა, რაზეც კომპანიმ ასე უპასუხა:
"დიახ, სეზონის სტარტზე ჩვენი შემადგენლობის სიმწირეზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ვინც ჩვენთანაა, ყველა 100%-ით თავდაჯერებული და დარწმუნებული იყოს. მე არ მინდა, რომ მოედანზე შესული ფეხბურთელისგან უფრო ნაკლებს ველოდე, ვიდრე იმისგან, ვინც გამოვცვალე. მაგალითად, ახლა ტომ ბიშოფი საკმაოდ კარგი იყო და სწორედ ასევე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გუნდის მთლიანი შემადგენლობაც", - თქვა ვერდერთან მოგების შემდეგ კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კლუბმა ჯონათან ტან, ტომ ბიშოფი, ლუის დიასი და ნიკოლას ჯექსონი დაიმატა.