ჰარი კეინმა ვერდერისთვის ორი გოლის გატანით ბაიერნში უკვე 100 გატანილი ბურთი მოაგროვა და კლუბის ასიანთა სიაშიც ოფიციალურად შევიდა.
ევროპის ტოპ 5 ლიგაში კეინზე სწრაფად ამის გაკეთება ვერავინ შეძლო და ეს რეკორდია. ჰარიმ ბაიერნში 100 გოლი 104 მატჩი გაიტანა, რონალდუსა და ჰოლანდს ამის გასაკეთებლად კი თითო მატჩით მეტი დასჭირდათ.
ეს ერთადერთი რეკორდი როდია, რომელსაც კეინი ამ სეზონში უმიზნებს. რობერტ ლევანდოვსკის ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდის მოსახსნელად 7 სეზონი დასჭირდა, კეინს კი ორივეს გადასწრება მესამე სეზონში შეუძლია.
ბაიერნის ცხრიანს ბუნდესლიგაში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი, ლევანდოვსკის რეკორდამდე კი 31 გოლი და 29 ტური რჩება..