Marca-მ დაადასტურა, რომ ბაიერნმა რეალიდან გასულ ზაფხულს როდრიგო გოესის შეძენა სცადა, თუმცა კლუბიდან წასვლა არც ფეხბურთელს სურდა და არც რეალს გამოუხატავს ამის სურვილი.
მიუხედავად ამისა, როდრიგოს რეალში ჩაბი ალონსოსთან ერთად ცოტა სათამაშო დრო ეძლევა და შესაძლოა, რომ მისი კლუბიდან წასვლის საკითხი კვლავ აქტუალური გახდეს.
მაგალითისთვის, ალონსომ გუნდის განაპირა მცველ ფერლან მენდის უკვე აცნობა, რომ კლუბის დატოვება მოუწევს, რადგან ჩაბი მის გამოყენებას არ აპირებს, ეს კი შესაძლოა ბრაზილიელი ვინგერის შემთხვევაშიც განმეორდეს.
თავის მხრივ, ბაიერნს არასდროს დაუხურავს განმეორებითი მცდელობისთვის კარი, შესაბამისად, ზამთარში კლუბისგან კიდევ ერთ გაგზავნილ წინადადებას უნდა ველოდოთ.