კარლ-ჰაინც რუმენიგე ნიკ ვოლტემადეზე საუბარს აგრძელებს. ამჯერად, მან იდიოტი უწოდა იმ ადამიანს, რომელმაც ნიუკასლი ვოლტემადეს სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს გადახდაში დაარწმუნა:
"გულწრფელი ვიქნები. როდესაც გავიგეთ, რომ 90 მილიონს ითხოვდნენ, მივხვდით, რომ საქმე ჩვენთვის მიუღებელი სცენარით იყო განვითარებული. ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ და განვიხილოთ ყველა მოთხოვნა, რომელიც ვიღაცას ბედნიერებას მიანიჭებს, მით უმეტეს შტუტგარტის ფინანსურ ბორდში!"
"მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ შტუტგარტს მივულოცო იმ იდიოტის მონახვა, რომელმაც ამხელა თანხის გადახდა გადაწყვიტა. ჩვენ ამას მიუნხენში არასდროს გავაკეთებდით!", - თქვა რუმენიგემ.
ნიკ ვოლტემადემ პრემიერ ლიგაში უკვე 2 გოლი გაიტანა. ვერავინ იტყვის, რომ მას ცუდი სტარტი აქვს, მით უმეტეს ფლორიან ვირცის ფონზე, თუმცა რამდენად გაგრძელდება ასე მთელი სეზონი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.