უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ დაიოტ უპამეკანოს ბაიერნისგან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად გაზრდილი ხელფასი სურს, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობისგან თანხმობა ჯერჯერობით არ ისმოდა.
ჰოდა, მაქს ებერლი სწორედ ახლა ალაპარაკდა. ფაბრიციო რომანოს ბაიერნის სპორტული დირექტორის ამონარიდი მოჰყავს, სადაც ებერლი ამბობს, რომ კლუბი უპამეკანოს კონტრაქტის განახლებაზე მუშაობას დაიწყებს.
ებერლის თქმით, საამისოდ ბაიერნს დრო დასჭირდება. რატომ დრო? ალბათ, იმისთვის, რომ უპამეკანოს მოთხოვნები შეამცირებინონ და ორმხრივი გამოსავალი მოინახოს. ბაიერნი პირდაპირ რომ აპირებდეს ფრანგი მცველის მოთხოვნების შესრულებას, მაშინ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა.
შესაბამისად, მომდევნო პერიოდში ბაიერნი ეცდება, რომ უპამეკანო კლუბისთვის ყველაზე სასურველ წინადადებამდე ისე მიიყვანოს, რომ ფეხბურთელის ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული.