დღეს დილით გერმანულ მედიაში კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადება გავრცელდა, რომელიც შტუტგარტს, ვოლტემადესა და ნიუკასლს ეხებოდა.
რუმენიგემ ირონიულად შეაქო შტუტგარტის ფინანსური ბორდი, რომელმაც შეძლო და ინგლისში მონახა ისეთი იდიოტი, ვინც ვოლტემადეში 90 მილიონის გადახდა გადაწყვიტა.
ჰოდა, ამას შტუტგარტიდან პასუხი დღესვე დაუბრუნეს:
"რუმენიგეს განცხადება? - ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, როდესაც ბაიერნისგან მილოცვას ვიღებთ", - ამბობს შტუტგარტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვერლე.