თუ კეინი მაინც წავა - ბაიერნის სამომავლო კანდიდატები

თუ კეინი მაინც წავა - ბაიერნის სამომავლო კანდიდატები

ჰარი კეინმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ახლა ბაიერნში თავს კომფორტულად გრძნობს, სამომავლო კონტრაქტზე დალაპარაკება კი მომავლის ამბავია, რაც სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა გუნდის დატოვება გადაწყვიტოს.

ჰოდა, უკვე ასახელებენ რამდენიმე კანდიდატს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ჰარი კეინის შეცვლა შეეძლებათ.

პირველი და ყველაზე რეალური დუშან ვლაჰოვიჩია, რომლის შესახებაც ბაიერნმა ინფორმაციის შეგროვება უკვე დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი სათადარიგო გეგმასაც ამზადებს. ვლაჰოვიჩს იუვენტუსთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და ბაიერნს ექნება შესაძლებლობა, რომ სერბი ცხრიანი სრულებით უფასოდ დაიმატოს.

კიდევ ერთი ვარიანტი ერლინგ ჰოლანდია. ბაიერნმა მისი შეძენა 2021 წელს უკვე სცადა, თუმცა მაშინ ჰოლანდმა მანჩესტერ სიტი აირჩია და მცდელობა ჩავარდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის გარემოცვას ნათქვამი აქვს, რომ ერლინგს მუდმივად ერთ ჩემპიონატში თამაში არ სურს, რაც ბაიერნის კიდევ ერთ მცდელობას არ გამორიცხავს. 

მცდელობა იქნება სერჰუ გირასის დამატებაზეც. ბაიერნს ტრადიცია აქვს ბუნდესლიგის ძლიერი ფეხბურთელების წაყვანის, გირასი კი ახლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მეტიც, მის წაყვანას ბარსელონაც ფიქრობს, რათა მომავალში ლევანდოვსკი სახელოვნად ჩანაცვლდეს, შესაბამისად, ბაიერნი თუ მის ყიდვას გადაწყვეტს, კლუბს დიდ კონკურენციასთან მოუწევს გამკლავება.


30-09-2025, 14:23
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2