ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე განცხადება გააკეთა

ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე განცხადება გააკეთა

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურშიც მოიგო. ამჯერად გუნდმა პაფოსი 5:1 დაამარცხა და მოპოვებული 6 ქულით ამ მომენტისთვის ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.

მოგების შემდეგ ვენსან კომპანის ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ბელგიელ მწვრთნელს შემდეგი პასუხი ჰქონდა:

"გასაგებად და მკაფიოდ ვთქვი პირველ თამაშამდე, რომ ფინალში ყოფნა და ტიტულის მოგება ჩვენი ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია. ახლა ტურნირის შუაში ვართ და ამ მომენტში შემდეგ თამაშზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები", - თქვა კომპანიმ.

როგორც ყოველთვის, კომპანი ტრადიციულ კურსს არ ღალატობს და ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას დაცდილ ფრაზებს ამჯობინებს. ჩვენც დალოდების და ყურების მეტი არაფერი დაგვრჩენია, თუმცა ის კი ფაქტია, რომ ჯერჯერობით მიმდინარე სეზონი ბაიერნისთვის ფანტასტიკური გამოდის.



1-10-2025, 02:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2