ჰანსი ფლიკმა ერთმანეთს იამალი და მუსიალა შეადარა

ჰანსი ფლიკმა ერთმანეთს იამალი და მუსიალა შეადარა

ბარსელონასა და პარი სენ-ჟერმენის თამაშამდე, ჰანსი ფლიკს ჟურნალისტებმა ლამინ იამალის, ჯამალ მუსიალასა და ფლორიან ვირცის შედარება სთხოვეს.

ფლიკმა ჟურნალისტებს მოკლედ მოუჭრა, რომ სამი ფეხბურთელი ერთმანეთს ვერ შეედრება, შემდეგ კი მხოლოდ იამალის ქება-დიდება დაიწყო:

"სამ ფეხბურთელს ერთმანეთს ვერ შევადარებ. ლამინი აბსოლუტური გენიოსია. 18 წლის ასაკში მარტოს შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს. ის საკმაოდ ინტელიგენტია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა და წინ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. მას მხარს ვუჭერთ და დარწმუნებული ვარ, რომ ლამინი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც კი სამყაროს ოდესმე უნახავს", - თქვა ფლიკმა.

გერმანულ მედიაში აგდებული დამოკიდებულება მოჰყვა სამეულში ფლორიან ვირცის მოხსენიებას, რადგან ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი ლივერპულში კარიერას ძალიან ფერმკრთალად იწყებს და მის მიმართ განწყობა არც ისე პოზიტიურია.


1-10-2025, 14:13
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2