როგორც გახსოვთ, სექტემბრის მატჩებიდან გერმანიის ნაკრებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, სლოვაკეთთან წაგების შემდეგ კი იულიან ნაგელსმანმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
ნაგელსმანმა აღნიშნა, რომ შემდეგში ისეთი ფეხბურთელების გამოძახებაზე დაფიქრდებოდა, რომლებიც შეიძლება არა დონით, თუმცა სურვილით და მონდომებით იქნებოდნენ მზად, რათა ნაკრებისთვის ყველაფერი გაეღოთ, ის მოთამაშეები კი, რომლებიც გერმანიაში უემოციოდ თამაშობდნენ, ნაკრების მიღმა დარჩებოდნენ.
ჰოდა, წინა შეკრებიდან მხოლოდ სამი კაცია ისეთი, რომლებმაც ერთი თამაში მაინც ითამაშეს, ახლა კი განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდნენ, ესენია: ნამდი კოლინსი, მაქსიმილიან მიტელშტადტი და პასკალ გროსი.
როგორც ჩანს, ნაგელსმანი საკუთარ განცხადებაში სწორედ ამ სამეულს გულისხმობდა, რომლებიც თავიანთ კლუბებში ახლაც აქტიურად თამაშობენ, მაგრამ ნაკრების მწვრთნელმა მათ მიმართ ნდობის გამოცხადება აღარ ისურვა.