მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
გამოკითხვაში ხმების 36% ვეტერანმა შემტევმა, თომას მიულერმა მიიღო და შესაბამისად, პრიზიც გერმანელმა დაიმსახურა.
30 წლის ფეხბურთელმა "რეკორდმაისტერის" მაისურით გასულ თვეში 2 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
მეორე ადგილზე ალფონსო დევისი გავიდა, 25%-ით. მესამე ადგილი კი ლეონ გორეცკამ დაიმსახურა, 13%-ით.