ფაბრიციო რომანო წერს, რომ ბაიერნს მარტის ბოლოსკენ თითქმის მიღწეული ჰქონდა შეთანხმებას უპამეკანოსთან, თუმცა კონტრაქტის დამატებითმა დეტალებმა საბოლოო წერტილის დასმა ოდნავ გადადო.
როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, უპამეკანოს ბაიერნის ფინანსური წინადადება უკვე მაგიდაზე უდევს, თუმცა ფრანგი ფეხბურთელისგან დასტური ჯერ კიდევ არ ისმის.
ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ უპამეკანოს მოთხოვნებს კლუბი ერთი ერთში არ აკმაყოფილებს, რის გამოც ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას ყოყმანობს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი 20-მილიონიან კონტრაქტს ითხოვს, ბაიერნი კი ახლა, სავარაუდოდ, 17-18 მილიონიან ხელშეკრულებას განიხილავს.