წლების წინ, ევროპის სუპერ ლიგის იდეამ მთელი საფეხბურთო სამყარო მოიცვა, რომელიც, პირველ რიგში, უეფას მიერ დაორგანიზებული ტურნირების წინააღმდეგი იყო, რასაც მხარს არაერთი გრანდი უჭერდა.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ სუპერ ლიგის იდეისგან ჩამოშორება ბარსელონამ გადაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ უეფას წინააღმდეგ ბრძოლაში მადრიდის რეალი მარტოღა დარჩა.
რაც შეეხება ბაიერნს, კლუბი ამ მიმართულებით პოზიციებს არ იცვლის. გერმანულ გრანდში ღიად ამბობენ, რომ ბაიერნი მხარს აქტიურად უჭერს უეფას ჩატარებულ ტურნირებს, ევროპის სუპერ ლიგაზე მსჯელობა კი ახლა უადგილოა.
ზოგადად, სუპერ ლიგის იდეა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილებამ დააცხრო, რაც კიდევ უფრო ამცირებს იმის შანსებს, რომ აღნიშნული პროექტი მომავალში განხორციელდეს.