"ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"მანუელმა ფეხბურთში გადატრიალება მოახდინა. მან მეკარეების ახალი ტიპი ჩამოაყალიბა, რომლებიც ფეხით ბრწყინვალედ თამაშობენ."
"ახლაც მახსოვს, როდესაც "ბაიერნმა" ჩემპიონობა დროზე ადრე გაინაღდა, გვარდიოლას სურდა, რომ ნოიერი ნახევარდაცვის ხაზში დაეყენებინა."
"ბევრი საუბრის შემდეგ, როგორც იქნა აზრი შევაცვლევინე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მანუ ნახევარდაცვაშიც იდეალურად გაართმევდა თავს." - აცხადებს რუმენიგე.