"პეპი დაბრუნდა, ოღონდ უფრო დიდი თავით" - რას წერენ ბაიერნის ფანები ვენსან კომპანიზე

"პეპი დაბრუნდა, ოღონდ უფრო დიდი თავით" - რას წერენ ბაიერნის ფანები ვენსან კომპანიზე

მიუხედავად იმისა, რომ ჩელსის გარდა ბაიერნს ამ სეზონში სერიოზული გამოცდა არ ჰქონია, ფაქტია, რომ გუნდი თამაშს თამაშზე იგებს და ისეთ მონსტრს ემსგავსება, როგორსაც რეკორდმაისტერის ქომაგები არიან მიჩვეულნი.

მაგალითისთვის, ბაიერნმა ბუნდესლიგის საწყის 6 ტურში უკვე 25 გოლი გაიტანა, რაც გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, გუნდმა ბუნდესლიგის 8 თამაში მოიგო ზედიზედ, რაც 2020 წლის შემდეგ არასდროს მომხდარა. მოკლედ, რომ მივყვეთ, რეკორდები ძალიან შორს წაგვიყვანს, ერთი ის კი ვიცით, რომ ამის სათავეში ვენსან კომპანი დგას, რომელსაც ბაიერნის ფანები ასეთი კომენტარებით აფასებენ:

"ობიექტურად არავინ ელოდა მისგან ასეთი გუნდის შექმნას, მაგრამ კრიტიკოსებს ნელ-ნელა აჩუმებს"

"სინამდვილეში პეპი დაბრუნდა, ოღონდ უფრო ახალგაზრდა და უფრო დიდი თავით"

"ჯერ მაინც დიდ თამაშებს დაველოდებოდი, მაგრამ ამ დიდ თამაშებამდე გუნდი ძალიან თავდაჯერებული მიჰყავს"

"მომწონს, რომ მეტოქისადმი პატივისცემა აქვს და მოედანზე დაუნდობელი გუნდი გამოჰყავს"

"წინა სეზონთან შედარებით ახლა ბევრად კარგი გუნდი ჰყავს"

"ამ ტემპებით ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია", - წერენ ბაიერნის ფანები.


4-10-2025, 23:55
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2