ფრანგი რიბერის კვალზე - ფროინდი ოლისეს მრავალწლიან კონტრაქტს აანონსებს

ფრანგი რიბერის კვალზე - ფროინდი ოლისეს მრავალწლიან კონტრაქტს აანონსებს

როგორც იცით, ბაიერნიდან მაიკლ ოლისეს წაყვანას არაერთი გრანდი ცდილობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, კლუბში მის დაკარგვაზე საერთოდ არ ნერვიულობენ.

მეტიც, კრისტოფერ ფროინდი ამბობს, რომ ოლისეს ბაიერნში დარჩენა კიდევ 8-9 წლით შეუძლია, რაც გრძელვადიანი კონტრაქტის დაანონსებას ნიშნავს:

"ზეწოლას და წნეხს საერთოდ არ ვგრძნობთ. ოლისეს გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს და ბაიერნში თავისი სათამაშო დონე უკვე არაერთხელ გამოავლინა. ყველაფერი კარგადაა და მას ბაიერნი კიდევ 7, 8 ან 9 წლით ვხედავთ", - ამბობს ბაიერნის სპორტული დირექციის წევრი.

ფრანგ შემტევს მიმდინარე სეზონში უკვე 10 საგოლე მოქმედება აქვს. ოლისემ ყველა ტურნირზე 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.


5-10-2025, 12:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2