"ზუსტად ესაა, რაც დიასმა ლივერპულიდან წაიღო და ბაიერნს მისცა" - დენიელ სტარიჯი

"ზუსტად ესაა, რაც დიასმა ლივერპულიდან წაიღო და ბაიერნს მისცა" - დენიელ სტარიჯი

ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი, დენიელ სტარიჯი ამავე კლუბის კრიზისს ეხმაურება და მოიაზრებს, რომ გუნდის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლუის დიასის ბაიერნში გაშვებაა:

"ჩემთვის ლუის დიასი უდიდესი დანაკლისია. როდესაც უყურებ გასული სეზონის ლივერპულს და იმას თუ როგორ აპრესინგებდნენ ისინი მეტოქეს, ჩემი აზრით, სწორედ ლუის დიასი იყო ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერ ამას აწესრიგებდა და აორგანიზებდა."

"ის არის შეუპოვარი და მშიერი ფეხბურთელი. დიასმა ლივერპულში მიიტანა რაღაც ისეთი, რაც ახლა ბაიერნს აქვს და არა ლივერპულს. მას შეუძლია, რომ დაცვაში თავიც კი გაწიროს, რაც ახლა ლივერპულში უნდა გაარკვიონ თუ ვინაა ამის გამკეთებელი", - თქვა სტარიჯმა.

სხვა ბევრ სიკარგესთან ერთად ლუის დიასის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება მებრძოლი ხასიათი რომ იყო, ბაიერნმა 75 მილიონის გადახდის გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო, რაც გუნდს მიმდინარე სეზონში იდეალურად ადგება.


5-10-2025, 16:43
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2