ლოთარ მათეუსი: "თუ უპამეკანო წავა, ბაიერნმა სწორედ ის უნდა იყიდოს"

ლოთარ მათეუსი: "თუ უპამეკანო წავა, ბაიერნმა სწორედ ის უნდა იყიდოს"

ლოთარ მათეუსი ასახელებს ფეხბურთელს, რომლის ყიდვაც ბაიერნმა იმ შემთხვევაში უნდა სცადოს, თუ ზაფხულში გუნდიდან დაიოტ უპამეკანო წავა:

"თუ უპამეკანო ზაფხულში წავა, მაშინ დაცვაში პრობლემა იქნება როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად. ამ შემთხვევაში ბაიერნმა ნიკო შლოტერბეკის ყიდვა უნდა სცადოს. ამ მომენტისთვის შლოტერბეკი დორტმუნდთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და თუ ბორუსიას მასში ფულის აღება სურს, მაშინ მიმდინარე სეზონის ბოლოს გაყიდვაზე თანხმობის მიცემა მოუწევს. შლოტერბეკი დიდ როლს ითამაშებს გერმანიის ნაკრებში ჯონათან ტასთან ერთად და გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ბაიერნის სათამაშო სქემა მასთან ერთად კიდევ უფრო დახვეწილი გახდება", - თქვა მათეუსმა.

ნიკო შლოტერბეკის შესახებ ინფორმაცია აქამდეც გავრცელდა. როგორც წერდნენ, ფეხბურთელს უფრო დიდი გამოწვევების მიღება სურს, ბაიერნი კი ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად სახელდება.


6-10-2025, 18:10
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2