ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ მიუნხენის ბაიერნს მარკ გეჰის კანდიდატურა ძალიან მოსწონს და მომავალში ეცდება, რომ ფეხბურთელი უფასოდ დაიმატოს.
ინგლისელი მცველი მიმდინარე სეზონის ბოლოს უფასო აგენტი ხდება, მისით კი დაინტერესებული ბაიერნთან ერთად ლივერპული, ბარსელონა, რეალი და კიდევ არაერთი გრანდი გახლავთ.
როგორც ირკვევა, გეჰის დიდი გულშემატკივარია მაქს ებერლი, რომელსაც პირადად სურს, რომ ბაიერნს აღნიშნული ტრანსფერი წარმატებით დაუხუროს, თუმცა ყოველივე ეს უპამეკანოს გუნდიდან წასვლაზე იქნება დამოკიდებული.
თუ ფრანგი მცველი ბაიერნიდან წავა, მაშინ მის შემცვლელზე კლუბი მუშაობას აქტიურად დაიწყებს, ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი კი სწორედ მარკ გეჰი იქნება.