ბაიერნის ლეგენდა, ფილიპ ლამი ამბობს, რომ ვენსან კომპანიმ კლუბში უნიკალური სიმშვიდე მოიტანა და მისი აზრით, ეს ბელგიელი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა:
"მან კლუბში სიმშვიდე მოიტანა, რაც აქამდე არ მინახავს. ბოლო წლებში ბევრი მწვრთნელი გამოიცვალა, თუმცა იოლი არაა, რომ ისეთ კლუბს მოუტანო სიმშვიდე, როგორიც ბაიერნია. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა დაველოდოთ და ვნახოთ თუ როგორ ითამაშებს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო ფაზაში, სადაც ბევრი რამ გამოჩნდება", - ამბობს ლამი.
შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა ბუნდესლიგის საწყის 6 ტურში უკვე 25 გოლი გაიტანა, რაც გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, გუნდმა ბუნდესლიგის 8 თამაში მოიგო ზედიზედ, რაც 2020 წლის შემდეგ არასდროს მომხდარა