ყველაფერს ერთი ფაქტორი გადაწყვეტს - კეინი ინგლისში დაბრუნებაზე მიანიშნებს

ყველაფერს ერთი ფაქტორი გადაწყვეტს - კეინი ინგლისში დაბრუნებაზე მიანიშნებს

ინგლისსა და გერმანიაში საუბარი არ წყდება ჰარი კეინის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე, რაზეც ბაიერნის ცხრიანმა ამჯერად უფრო ვრცლად ისაუბრა.

კეინის თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა მიზნებისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდება ბაიერნი და რის მიღწევას შეძლებს თავად ფეხბურთელი გერმანულ გრანდთან ერთად:

"პრემიერ ლიგაზე არ ვიცი.. ინგლისიდან წამოსვლის პირველ პერიოდში ვფიქრობდი, რომ უკან დავბრუნდებოდი, თუმცა დროის სვლასთან ერთად ჩემი დამოკიდებულება ოდნავ შეიცვალა. მიუხედავად ამისა, მაინც არ გამოვრიცხავ უკან წასვლას. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მომავალი წელი და რის მოგებას შევძლებთ ერთად", - თქვა კეინმა.

მოკლედ, კეინი ადასტურებს, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე საუბარი ჰაერიდან არ დაუწყიათ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ყველაფერი ბაიერნის გუნდურ წარმატებაზე იქნება დამოკიდებული, რაც ხელმძღვანელობას კიდევ უფრო გაააქტიურებს სატრანსფერო ბაზარზე, რადგან გუნდი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.


7-10-2025, 17:21
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2