როგორც იცით, დაიოტ უპამეკანოს ტრანსფერით არაერთი გრანდია დაინტერესებული, თავად ფეხბურთელის მოთხოვნები კი უკვე ყველასთვის ნათელია.
გარდა იმისა, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი გაზრდილ ხელფასს ითხოვს, მას კიდევ ის სურს, რომ საკონტრაქტო სარგოც მაღალი ჰქონდეს. ანუ, თუ ბაიერნი უპამეკანოს ხელშეკრულების განახლებაზე დაითანხმებს, მაშინ მაღალი ხელფასიც უნდა მისცეს და კონტრაქტის გაფორმებისთვისაც უნდა გადაუხადოს.
თავის მხრივ, Bild-მა დაწერა, რომ საკონტრაქტო გადასახადი ბაიერნისთვის მთავარი საპრობლემო თემაა, რის გამოც კლუბი კონკურენტების წინადადებებს ელოდება, გადაწყვეტილებას კი სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად მადრიდის რეალისა და ლივერპულის ინტერესის შესახებ წერდნენ.