კრისტალ პალასის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც მიუნხენის ბაიერნის სამომავლო მწვრთნელად მოიაზრებენ, კომენტარს სწორედ ამის შესახებ აკეთებს:
"მედიას დიდად თვალს არ ვადევნებ, ეს კი იმიტომ, რომ ხშირად იქ სისულელეები იწერება. ვიღაცამ დაწერა, რომ ჩემი ოცნების სამსახური ბაიერნში მწვრთნელობაა და ეს ისე გააკეთა, რომ ჩემთან აღნიშნული საკითხი არც კი განუხილავს", - თქვა გლასნერმა.
ჯერჯერობით ბაიერნში მწვრთნელის ცვლილების თემა საერთოდ არ განიხილება, რადგან კომპანი შესანიშნავად მუშაობს, თუმცა სამომავლოდ გლასნერი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რომელთანაც კლუბი თანამშრომლობას შეეცდება.