დავიდ ალაბა, რომელიც თავის ავსტრიის ნაკრებთან ერთად სან მარინოსთან სათამაშოდ ემზადება, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ბაიერნის ფეხბურთელ კონრად ლაიმერს აქებს:
"რასაც კონი აკეთებს, ეს წარმოუდგენელია. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი თუ რა დონის ფეხბურთელთან გვაქვს საქმე და ცნობილია ისიც, რომ ლაიმერი მსოფლიო კლასის მოთამაშედ გადაიქცა. ის ყოველკვირა აჩვენებს თავის პერფორმანსს. ლაიმერი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მისი როლი გაზრდილია ბაიერნშიც. მისი მენტალიტეტი, დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი უნიკალურია. ის პირველივე წუთებიდან ყველაფერს აკეთებს შედეგის მისაღებად როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებზე", - აქებს ალაბა ლაიმერს.
ლაიმერი ახალ სეზონს ბაიერნთან ერთად მართლაც გამორჩეულად იწყებს. ავსტრიელ ფეხბურთელს ბუნდესლიგის 6 შეხვედრაში უკვე გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.