რამდენიმე დღის წინ კარლ ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლა ერთ-ერთ შეხვედრაში მანუელ ნოიერის ნახევარდაცვის ხაზში დაყენებას აპირებდა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "ბაიერნის" კაპიტანმა გააკეთა.
"მნიშვნელოვანია, რომ პატივი სცე ჩემპიონატსა და შენს ოპონენტებს."
"თუ გვარდიოლა ჩემთან მოვიდოდა და ნახევარდაცვის ხაზში თამაშს მთხოვდა, ამას არ გავაკეთებდი. მე ყოველთვის პატივს ვცემ მოწინააღმდეგეებს." - აცხადებს მანუ.