"მას ნოიერი ეზიზღება" - რა თქვა ნაგელსმანმა ნოიერის ნაკრებში დაბრუნებაზე

"მას ნოიერი ეზიზღება" - რა თქვა ნაგელსმანმა ნოიერის ნაკრებში დაბრუნებაზე

იულიან ნაგელსმანს ლუქსემბურგთან გასამართი მატჩის წინ შეკითხვა მანუელ ნოიერის ნაკრებში დაბრუნების შესახებ დაუსვეს, რასაც გერმანიის მწვრთნელმა საკმაოდ მოკლე და პრაგმატული პასუხი გასცა:

"არ არის მიზანშეწონილი ყველა შესაძლო სცენარზე საუბარი. მანუს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ მეკარის პრობლემა არასდროს გვქონია. ფეხბურთში ყოველთვის შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც გარკვეული ზომების მიღებას მოითხოვს. დღეის მდგომარეობით, ეს ასე არ არის. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, თუ რას გვიმზადებს მომავალი. მანუელ ნოიერთან კონტაქტში ვარ. თუმცა, ეს ყოველთვის მხოლოდ საფეხბურთო მატჩებს არ ეხება", - ამბობს ნაგელსმანი.

გერმანელი გულშემატკივრები წერენ, რომ ნაგელსმანს ნოიერი არ მოსწონს და მასთან პირადი კონფლიქტი აქვს. ამის შესახებ იქამდეც წერდნენ, სანამ ნაგელსმანი ამ კომენტარს გააკეთებდა და შეიძლება, რომ ნოიერის დაბრუნებაზე ასე საუბრის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ესეც კი იყოს მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას მეკარის პოზიციაზე უპრობლემო მდგომარეობა ახლა ნამდვილად არ აქვს.


9-10-2025, 20:57
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2