მიუხედავად იმისა, რომ თომას მიულერი გერმანიის ეროვნული ნაკრებიდან წასულია, ლეგენდა თავისი გუნდის დახმარებას შორიდან, მაგრამ მაინც აპირებს.
როგორც გამოცხადდა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში მიულერი გერმანულ ტელევიზიაში ექსპერტად იმუშავებს, რის განმავლობაშიც მაყურებელი მის შეფასებებსა და დასკვნებს მოისმენს აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით.
ცხადია, მიულერი მეტწილად სწორედ გერმანიის ნაკრებზე იქნება ორიენტირებული და ეცდება, რომ ეროვნულ გუნდს თავისი დამოკიდებულებაც გაუზიაროს.