სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს შესარჩევის შეხვედრა, სადაც გერმანიის ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
იულიან ნაგელსმანის გუნდი საქმეს თავიდანვე სერიოზულად შეუდგა და პირველი გოლი მე-12 წუთზე გაიტანა, რაც დავიდ რაუმმა გააკეთა, შემდეგ კი გოლები კიმიხმა, გნაბრიმ და ბოლოს ისევ კიმიხმა გაიტანა.
ორი გოლის გატანის ფონზე გასაკვირი არაა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ იოზუა კიმიხი გახდა, რომელმაც 9.3 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
ამ მომენტისთვის გერმანიას 6 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი ჩრდ.ირლანდიაში 13 რიცხვში გამართავს.