ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანჩესტერ იუნაიტედის დიდ რეორგანიზაციას შესაძლოა ზაფხულში ბრუნო ფერნანდეშიც შეეწიროს, რომელიც 30-ს უკვე გადასცდა და არის შანსი, რომ კლუბი დატოვოს.
თავის მხრივ, პორტუგალიელი ნახევარმცველის ფასად 40 მილიონი ევრო სახელდება, დაინტერესებულთა სიაში კი მიუნხენის ბაიერნის სახელსაც ვხედავთ.
31 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონს არც ისე კარგად იწყებს და ხშირ შემთხვევაში საკუთარი უნარების გამოვლენას ვერ ახერხებს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ მისი დრო იუნაიტედში ნელ-ნელა სრულდება.
თუმცა, ბრუნოს ნათქვამი აქვს, რომ ამ ეტაპზე საუდის წინადადებებს არ განიხილავს და ევროპაში სურს თამაში, რაც ბაიერნის და სხვა დაინტერესებული კლუბების შანსებს ერთიორად ზრდის.