მიუნხენის "ბაიერნის" მომავალმა მცველმა, ბენჟამენ პავარმა, "რეკორდმაისტერში" გადასვლის გადაწყვეტილება შეაფასა.
"ბაიერნი" არის კლუბი, რომელსაც შეუძლებელია უარი უთხრა. ეს გერმანიის საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
როდესაც აგენტმა მითხრა, რომ ჩემით "ბაიერნია" დაინტერესებული, მე ვუპასუხე: "ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება, სხვა წინადადებები არ მაინტერესებს".
ლიზარაზუ, სანიოლი - ამ ფრანგ ფეხბურთელებს "ბაიერნში" ფანტასტიკური კარიერა ჰქონდათ.
უფრო მეტიც, გერმანია მიყვარს და აქ დარჩენა მინდა. მიყვარს გერმანელი ხალხი და სტადიონები. ფეხბურთი აქ ოჯახივით არის, რაც ძალიან მომწონს", - განაცხადა პავარმა.
22 წლის უნივერსალური მცველი "ბაიერნს" ახალი სეზონიდან შეუერთდება. მისი ტრანსფერი "რეკორდმაისტერს" 35 მილიონი ევრო დაუჯდება.