ფაბრიციო რომანო წერს დუშან ვლაჰოვიჩისა და ბაიერნის შესაძლო გადაკვეთის შესახებ. როგორც ვკითხულობთ, იუვენტუსში დაბლოკილია კონტრაქტის განახლების შანსი, შესაბამისად, ეს კიდევ უფრო აახლოებს სერბ ფეხბურთელს ბაიერნთან.
"დუშან ვლაჰოვიჩთან დაკავშირებით, მე ბაიერნის სახელს გამოვარჩევდი, რადგან ისინი აგრძელებენ მის ყურადღებით მონიტორინგს და ყურადღებით აკვირდებიან მის სიტუაციას 2026 წელს თავისუფალი ტრანსფერის პერსპექტივით. ამ ეტაპზე იანვარში ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს - იუვენტუსი თვლის, რომ ვლაჰოვიჩი სეზონს მათთან დაასრულებს, პოტენციური განახლება კი სრულიად დაბლოკილია", - წერს ჟურნალისტი.
შესაბამისად, ბაიერნს უჩნდება შესანიშნავი შანსი, რომ საკმაოდ მაღალი დონის ფორვარდი აბსოლუტურად უფასოდ დაიმატოს, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მეტწილად ჰარი კეინის მომავალზე იქნება დამოკიდებული.