კინგსლი კომანმა რამდენიმე დღის წინ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ კლუბის გარკვეულ ნაწილს მისი წასვლა უნდოდა, რამაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ჰოდა, ახლა წერენ, რომ ფრანგი ვინგერი მაქს ებერლიზე საუბრობდა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს კომანის გუნდიდან წასვლას.
როგორც ჩანს, ებერლის მიაჩნდა და ახლაც მიაჩნია, რომ ლუის დიასის გუნდში მოყვანა გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნებოდა, ვიდრე კომანის დატოვება, შესაბამისად, დიასის ტრანსფერი თავიდან ბოლომდე ებერლის კისერზე გამოდის და საჭიროების შემთხვევაში პასუხიც სწორედ მას უნდა მოეკითხოს.