დღეს, 22:45-ზე ნიკო შლოტერბეკი და გერმანია ჩრდილოეთ ირლანდიას ეთამაშებიან, ამ მატჩამდე კი დორტმუნდის ფეხბურთელმა ჯონათან ტაზე ისაუბრა.
ნიკოს თქმით, ტას გვერდით თამაში მისთვის დიდი ფუფუნებაა, ამით კი, გერმანული მედიის აზრით, შლოტერბეკმა ბაიერნს ტრანსფერისკენ მიანიშნა:
"ის მოედანზე ძალიან კომუნიკაბელურია. ტა წლების განმავლობაში ძალიან ძლიერი მცველი იყო და ძალიან კარგად თამაშობდა. მას წლებია ვიცნობ, რამდენიმე თამაში ერთად ვითამაშეთ. ყოველთვის მიხარია მასთან ერთად თამაში. ვფიქრობ, რომ ერთმანეთს კარგად ვავსებთ. ჩემთვის ბურთით თამაში, ალბათ, ცოტა უფრო საინტერესოა, ვიდრე მისთვის, თუმცა ის, ალბათ, ჩემზე უკეთ იცავს თავს - ასე რომ, ჩვენ სინამდვილეში კარგად ვეწყობით ერთმანეთს", - თქვა შლოტერბეკმა.
ნიკო შლოტერბეკს ბაიერნის სამიზნეებში მარკ გეჰის პარალელურად მოიხსენიებენ, თუმცა, როგორც იწერება, მაქს ებერლის ფავორიტი ინგლისელი ფეხბურთელია.