ტომას მიულერის წასვლის შემდეგ, წერენ, რომ ბაიერნის გასახდელი ბევრად უფრო ჩუმი და "სერიოზული" გახდა, ახალ ლიდერებად კი მედიაში ოთხ მოთამაშეს ასახელებენ.
ესენი მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი და ჰარი კეინი არიან, რომლებიც თავიანთი გამოცდილებით სარგებლობენ და გუნდში მოსაუბრე ფეხბურთელების სტატუსი აქვთ მინიჭებული.
ბევრისთვის გასაკვირად, დაახლოებით ასეთივე სტატუსი აქვს მაიკლ ოლისეს, რომელიც ბაიერნში ჯერ კიდევ ახალი მოსულია, თუმცა მის სიტყვას ყოველთვის ყველა ყურადღებით უგდებს ყურს, რის გამოც ოლისეს სტატუსიც საკმაოდ მაღალია.