სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩრდილოეთ ირლანდიისა და გერმანიის ნაკრებთა დაპირისპირება, სადაც იულიან ნაგელსმანის გუნდმა მეტოქე 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი ნიკ ვოლტემადემ მატჩის 31-ე წუთზე გაიტანა და ეროვნულ ნაკრებში თავისი ანგარიში ოფიციალურად გახსნა, რამაც გერმანიას გამარჯვებაც მოუტანა.
ამ მომენტისთვის გერმანიის ნაკრები თავისი ჯგუფის პირველ პოზიციას 9 ქულით იკავებს, თუმცა სლოვაკეთსაც 9 ქულა აქვს და ჯერ გადაწყვეტილი საერთოდ არაფერია.