მიუნხენის ბაიერნის 18 წლის ტალანტის, ადინ ლიჩინას წაყვანას დადასტურებულად ცდილობენ ტურინის იუვენტუსი და დორტმუნდის ბორუსია.
ლიჩინას ორივე მშობელი მონტენეგროელი ჰყავს, მაგრამ თავად გერმანიის 15 და 19-წლამდე ნაკრებებს წარმოადგენდა, შესაბამისად, გერმანულ მედიაში მასზე უკვე ბევრი იციან.
როგორც წერენ, ლიჩინა დიდი საფეხბურთო მონაცემებით გამოირჩევა. მას შეუძლია თამაში როგორც შეტევის ფლანგზე, ასევე ათიანის პოზიციაზე და თანაც საკმაოდ კარგად.
სწორედ ამიტომ, იუვენტუსსა და დორტმუნდს მისი გაფორმება სურთ. ლიჩინა მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება, ბაიერნს კი მისი დაკარგვა, თანაც უფასოდ, საერთოდ არ სურს.
თუ უარეს შემთხვევაში ბაიერნი ლიჩინას ვერ შეინარჩუნებს, მაშინ კლუბი ზამთარში მის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მაინც აიღებს.