კიმს იუვენტუსი ექაჩება - რა შემთხვევაში დააჩქარებს ბაიერნი გეჰის ტრანსფერს

კიმს იუვენტუსი ექაჩება - რა შემთხვევაში დააჩქარებს ბაიერნი გეჰის ტრანსფერს

მას შემდეგ, რაც ბრემერი დაუშავდათ, ტურინის იუვენტუსი გამოცდილ და საიმედო ცენტრალურ მცველს ეძებს, ერთ-ერთი კანდიდატი კი კიმ მინ-ჯეა.

კორეელმა მცველმა ბაიერნში ფეხი ვერ მოიკიდა და ის ხარისხი ვერ აჩვენა, რის გამოც მასზე ნაპოლიში თამაშისას ნადირობა იყო გამოცხადებული, შესაბამისად, კლუბი მის გაშვებაზე უარს არ იტყვის თუ შესაბამისი წინადადება იქნება შემოსული.

იუვენტუსი აფასებს იმას, რომ კიმს სერია A-ში თავი უკვე დამტკიცებული აქვს, იტალიაში დაბრუნება კი, მათი აზრით, ფეხბურთელს ძველ სახელსა და სტატუსს დაუბრუნებს.

Transfermarkt-ზე კიმი ახლა 40 მილიონადაა შეფასებული და იუვე აპირებს, რომ აღნიშნულ ფასად კორეელი მცველი იანვარშივე წაიყვანოს, ბაიერნი კი ამ შემთხვევაში მარკ გეჰის ტრანსფერის დაჩქარებას ეცდება.

კიდევ ერთი ვარიანტი ნიკო შლოტერბეკია. ერთი ის ვიცით, რომ კიმის ზამთარში წასვლის შემთხვევაში ბაიერნს ახალი მცველის დამატება მოუწევს.


14-10-2025, 14:25
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2