Transfermartk-ზე ახალი ფასები წარმოადგინეს, სადაც გაზრდილი ღირებულება მიუნხენის ბაიერნის ოთხ ფეხბურთელს მიენიჭა.
ეს მოთამაშეები მაიკ უისდომი, ლენარტ კარლი, დაიოტ უპამეკანო და მაიკლ ოლისე არიან, ამ უკანასკნელის ზრდა კი ბაიერნისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
როგორც იცით, ფრანგი ვინგერით არაერთი გრანდია დაინტერესებული და ბაიერნიც შიშობს, რომ მოთამაშე არ დაკარგოს, ახალი ფასებით მინიჭებული 130 მილიონი ევრო კი კლუბს მეტ სიმშვიდეს აძლევს.