დორტმუნდის ბორუსიას დამრიგებელი, ნიკო კოვაჩი კომენტარს აკეთებს მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ:
"ჩვენც დიდი კლუბი ვართ, ეს უნდა ითქვას, თუმცა ბაიერნი სარეკორდოდ ჩემპიონია. ჩვენც კარგი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა მათ ძალიან ძვირადღირებული და ტოპ-კლასის მოთამაშეები ჰყავთ, რის გამოც ფავორიტები იქნებიან. ამ მომენტში დორტმუნდი კარგია, თუმცა ბაიერნი უკეთესად გამოიყურება", - ამბობს დორტმუნდის მწვრთნელი.
ნიკო კოვაჩის დორტმუნდი ბაიერნს ამ მომენტისთვის 4 ქულით ჩამორჩება და ჩანიშნული მატჩის მოგების შემთხვევაში ბაიერნთან სხვაობას ერთ ქულამდე შეამცირებს.
შეგახსენებთ, რომ ბაიერნისა და დორტმუნდის დაპირისპირება 18 ოქტომბერს, 20:30-ზე გაიმართება.