18 ოქტომბერს მიუნხენის ბაიერნი დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ბუნდესლიგის მთავარ კონკურენტს მთელი 7 ქულით გაასწროს.
ბუქმეიკერების პროგნოზით, ვენსან კომპანის გუნდი აღნიშნული დაპირისპირების ერთპიროვნული ფავორიტია, დორტმუნდს კი ქულის აღებაც კი ძალიან უნდა გაუჭირდეს.
რეკორდმაისტერს მოგებაზე 1.33 კოეფიციენტი მიანიჭეს, მაშინ როცა ნიკო კოვაჩის გუნდს გამარჯვებაზე 7.50 კოეფიციენტი უწერია.
დაახლოებით ასეთივე განწყობითაა მატჩამდე დორტმუნდის დამრიგებელი, რომელიც ამბობს, რომ ამ მომენტში ბაიერნი ბევრად ძლიერი გუნდია და ფავორიტიც ის იქნება.