როგორც იცით, მიუნხენის ბაიერნის სახელს ძალიან ხშირად უკავშირებენ ნიკო შლოტერბეკს, რომელმაც ზამთარში ან სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა უპამეკანო ან კიმ მინ-ჯე ჩაანაცვლოს.
ჰოდა, ამის შესახებ იოზუა კიმიხს ჰკითხეს, რომელმაც შლოტერბეკის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა, გერმანულ მედიაში კი წერენ, რომ კლუბში ნიკოს მიმართ დამოკიდებულება ძალიან კარგია და მის ტრანსფერს ყველა პოზიტიურად აფასებს/შეაფასებდა:
"ვფიქრობ, ნიკომ საერთო ჯამში კარგი ნაბიჯი გადადგა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავ, როგორ განვითარდა ის, როგორც პიროვნება, მათ შორის ეროვნულ ნაკრებში. ის ლიდერად იქცა. ხშირად ვესაუბრები მას და ის მართლაც ძალიან, ძალიან კარგად განვითარდა. მას ყოველთვის ჰქონდა თვისებები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა სხვა როლში ვითარდება, განსაკუთრებით ეროვნულ ნაკრებში. ის ახლა რეგულარული სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეა - შემდეგ სხვა როლს იღებ და ეს როლი, ბუნებრივია, სხვა რამეებსაც ითვალისწინებს. ის ძალიან კარგად თამაშობს", - ამბობს კიმიხი შლოტერბეკზე.