რამდენიმე დღის წინ, ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ ბოატენგმა საჯაროდ თქვა, რომ სურვილი აქვს კლუბში დაბრუნდეს და ვენსან კომპანის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდეს.
როგორც წერენ, ბელგიელი მწვრთნელი ამას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება და ძველ მეგობარს გუნდში თბილად დახვდება, თუმცა თავად ბაიერნის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია:
"დღეს დავუკავშირდით ბაიერნს იმის გასარკვევად, დაუშვებს თუ არა კლუბი ჟერომ ბოატენგს ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით სტაჟირებაზე. ბაიერნმა პასუხი არ დააბრუნა. კლუბს ამ საკითხზე საჯაროდ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია მიუხედავად იმისა, რომ კომპანიმ, რომლის სიტყვასაც კლუბში წონა აქვს, კარი გაუღო თავის ყოფილ თანაგუნდელს, რომელსაც ის კარგ მეგობარს უწოდებს. ბოატენგის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დასრულდა. ოფიციალურად, მას ნასამართლეობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, შაბათს დორტმუნდთან საშინაო მატჩზე აქტიური გულშემატკივრების ნაწილის რეაქცია მოჰყვეს", - დაწერა Der Spiegel-მა.